19 ხმით 2-ის წინააღმდეგ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს. ფარულ კენჭისყრაში საკრებულოს 21-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ორმა დეპუტატმა მხარი დაუჭირა საკრებულოს ამჟამად უკვე ყოფილი თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის თანამდებობაზე დარჩენას, 19-მა დეპუტატმა კი ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას დაუჭირა მხარი.
საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, “ევროპული საქართველოს” და „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები. დღევანდელ სხდომაში მონაწილეობას არ იღებდა ასევე “პატრიოტთა ალიანსის” სამი წევრი.
საკრებულოს თავმჯდომარის გადასაყენებლად 50%+1 ხმა იყო საჭირო, ანუ სულ 15 ხმა იყო საჭირო.
საკრებულოს შენობაში უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცველები იმყოფებიან.