აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი - რუსეთი ცხოველია ზღვის სიღრმეებიდან, რომელსაც გრძელი საცეცები აქვს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი - რუსეთი ცხოველია ზღვის სიღრმეებიდან, რომელსაც გრძელი საცეცები აქვს

რუსეთი ცხოველია ზღვის სიღრმეებიდან, რომელსაც გრძელი საცეცები აქვს, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აშშ-დან 60 რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ჰიზერ ნაუერტმა უპასუხა:

„რუსეთს ძალიან გრძელი ხელები აქვს. რუსეთს ბევრი საცეცები აქვს. მივიჩნევთ, რომ რუსეთი ჩვენი არჩევნებისადმი, ასევე სხვა ბევრი ქვეყნის არჩევნებისადმი ინტერესს ინარჩუნებს“, - აღნიშნა ჰიზერ ნაუერტმა.

ჰიზერ ნაუერტმა ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად საჭიროა, რომ რუსეთმა პასუხისმგებლობა აიღოს სერგეი სკრიპალის საქმეზე.

„რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგისკენ მიმავალი გზა ღია რჩება, მაგრამ თუ რუსეთს ურთიერთობების გაუმჯობესება სურს, მაშინ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და შეწყვიტოს აგრესიული საქმიანობა“, - დასძინა მან.