ნატო ალიანსში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის შვიდ თანამშრომელს გააძევებს

ნატო ალიანსში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის შვიდ თანამშრომელს გააძევებს

ნატო ალიანსში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის შვიდ თანამშრომელს გააძევებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ეს არის ძლიერი გზავნილი რუსეთისთვის, რომ თავისი ქმედებებისთვის ფასი უნდა გადაიხადოს და რომ ყველაფერს თავისი შედეგები მოჰყვება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

აღსანიშნავია, რომ სერგეი სკრიპალის მოწამლვის გამო, დიდი ბრიტანეთის სოლიდარობის ნიშნად აშშ, კანადა, ავსტრალია და ევროპული ქვეყნები 135 რუს დიპლომატს გააძევებენ.