სერგეი ლავროვი:  შანტაჟი აშშ-ს ერთადერთი ენაა

სერგეი ლავროვი: შანტაჟი აშშ-ს ერთადერთი ენაა

შანტაჟი აშშ-ს ერთადერთი ენაა მსოფლიო არენაზე, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„რიგი ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევება დიდი ზეწოლის, შანტაჟის შედეგია, რომელიც ახლა ვაშინგტონის მთავარი ინსტრუმენტია საერთაშორისო არენაზე, იქნება ეს სკრიპალის სიტუაცია თუ იგივე პალესტინის პრობლემა, როდესაც პალესტინელებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ მათ ფულს არ მისცემენ თუ იმ იდეას არ დასთანხმდებიან, რომელიც აშშ-ს ჯერ არ გაუმჟღავნებია“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ სერგეი სკრიპალის მოწამლვის გამო, დიდ ბრიტანეთთან სოლიდარობის ნიშნად აშშ, კანადა, ავსტრალია და ევროპული ქვეყნები ჯამში 135 რუს დიპლომატს გააძევებენ.