15 სახელმწიფოდან, რომელსაც უსაფრთხო ქვეყნად აღიარების სისტემა აქვს, საქართველო უსაფრთხო ქვეყნად რვამ აღიარა

15 სახელმწიფოდან, რომელსაც უსაფრთხო ქვეყნად აღიარების სისტემა აქვს, საქართველო უსაფრთხო ქვეყნად რვამ აღიარა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილის ინფორმაციით, 15 სახელმწიფოდან, რომელსაც უსაფრთხო ქვეყნად აღიარების სისტემა აქვს, საქართველო უსაფრთხო ქვეყნად რვამ აღიარა.

როგორც მახარობლიშვილმა საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განცხადა, საქართველო ზოგადად ევროკავშირის მიერ უსაფრთხო ქვეყნადაა აღიარებული. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ვიზალიბერალიზაციის ერთწლიან ანგარიშს ისმენენ.

„კონკრეტულად სისტემა, რასაც უსაფრთხო ქვეყნად აღიარება ჰქვია, ევროკავშირის 12 სახელმწიფოს აქვს. გარდა ამისა აქვს ასევე ლიხტენშტეინს, ისლანდიას და შვეიცარიას. მიმდინარე ეტაპზე საქართველო უსაფრთხო ქვეყნად 8 სახელმწიფოს აქვს აღიარებული. რა თქმა უნდა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმ დანარჩენ ქვეყნებთანაც, რომლებსაც მსგავსი აღიარება არ გაუკეთებიათ. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანა გარკვეული შიდა პროცესებიდან გამომდინარე, შესაძლოა ვერ ახერხებდეს საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებას, მაგრამ მთელ რიგ შემთხვევებში, მცირდება თავშესაფარ მაძიებელთა აპლიკაციის პროცედურების განხილვის ვადები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ყველაფერმა განაპირობა გარკვეული პოზიტიური ტენდენციები სხვადასხვა ქვეყნებში“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.