ევროკავშირი სანქციების სიიდან ამოიღებს „თალიბანის“ იმ წევრებს, რომლებიც სამშვიდობო პროცესს მხარს დაუჭერენ

ევროკავშირი სანქციების სიიდან ამოიღებს „თალიბანის“ იმ წევრებს, რომლებიც სამშვიდობო პროცესს მხარს დაუჭერენ

ევროკავშირი სანქციების სიიდან ამოიღებს მოძრაობა „თალიბანის“ იმ წევრებს, რომლებიც სამშვიდობო პროცესს მხარს დაუჭერენ, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ.

ეს განცხადება მან ავღანეთის საკითხზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა, სახელწოდებით „სამშვიდობო პროცესი, თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და რეგიონალური თანამშრომლობის სფეროში“.

ფედერიკა მოგერინის თქმით, „თალიბანმა“ უნდა გამოავლინოს გამბედაობა და მიიღოს სამშვიდობო შეთავაზება ავღანეთის პრეზიდენტის მხრიდან, იმისათვის რომ ქვეყანაში შეწყდეს ომი.

„ჩვენ შეგვიძლია იმ ადამიანებთან მუშაობა, ვინც იარაღს გადადებს. ასევე შეგვიძლია მათი ოჯახებისთვის დახმარების გაწევა, რათა მათ საკუთარი ადგილი მონახონ სამოქალაქო ცხოვრებაში“, - განაცხადა მოგერინიმ.

თებერვლის ბოლოს ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თალიბებთან სამშვიდობო დიალოგის გამართვის ინიციატივა გამოთქვა და შესთავაზა, მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაეწყოთ. მან ასევე მზადყოფნა გამოთქვა, გამოეცხადებინა „თალიბანი“ ლეგიტიმურ პოლიტიკურ ძალად და ქაბულში მოძრაობის ოფიციალური წარმომადგენლობა გაეხსნათ.