რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლების ეტაპი დასრულდა

რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლების ეტაპი დასრულდა

რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლების ეტაპი დასრულდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მაღალმთიან რეგიონებზე გათვალისწინებულია სამედიცინო წესით აღჭურვილი, „ჯიპის“ ტიპის 22 სპეცმანქანა.

„რეგიონებში გადაუდებელი დახმარების ავტოპარკის განახლების ეტაპი დასრულდა. განსაკუთრებით მინდა გავამახვილო ყურადღება იმ ფაქტზე, რომ მაღალმთიანი რეგიონებზე გათვალისწინებულია სამედიცინო წესით აღჭურვილი „ჯიპის“ ტიპის 22 სპეცმანქანა. დღეისთვის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი ითვლის 232 ახალ ევროსტანდარტების სამედიცინო წესით აღჭურვილ სპეცმანქანას, მათ შორის, არიან რეანომობილები, საშუალო და მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების ავტომანქანები. მოგეხსენებათ, ავტოპარკის განახლება მნიშვნელოვანი კომპონენტია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხის გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა კვირიკაშვილლმა.