თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (კონტროლის პალატის) მოთხოვნა და 17 ფიზიკური პირი, რომლებმაც პოლიტიკურ პარტიებს ფულადი სახსრები შესწირეს სამართალდამრღვევებად სცნო. თითოეულ მათგანს ჯარიმის სახით პატრიებში გადარიცხული თანხის ხუთმაგი ოდენობის გადახდა მოუწევს, რაც ჯამში მილიონ სამასი ათას ლარს სცილდება.
დაცვის მხარის შეფასებით დღევანდელი სასამართლო პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა. არ დაკმაყოფილდა დაცვის არცერთი შუამდგომლობა, ადვოკატებს მტკიცებულებების წარდგენისა და დასაბუთებისათვის რეგლამენტირებული შვიდი წუთი მიეცათ. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის აცილების საკითხი რვავე ადვოკატმა დასვა, თუმცა დაცვის მხარის პოზიცია სასამართლო კოლეგიამ არ გაითვალისწინა. სხდომას ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია, მოქალაქე დავით ბაციკაძე, რომელიც სასამართლოში მოწმის სახით იყო დაბარებული, პროცესის მსვლელობისას შეუძლოდ გახდა. მან მოსამართლეს შესვენების გამოცხადების თხოვნით მიმართა, მოსამართლე მიქაუტაძემ კი იგი დარბაზიდან გააძევა. დიაბეტით დაავადებული ბაციკაძემ გონება დაკარგა, რის გამოც სასამართლოში სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. ე.წ.„პოლიტიკური ჯარიმა“ აღნიშნულმა პირებმა შვიდი დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.
1487
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85