კემეროვოში, ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები რეგიონის ხელისუფლებისგან სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის გამომწვევი მიზეზების განმარტებას ითხოვენ.
აქციის დაწყებისას პოლიციამ ცენტრალური მოედანი გადაკეტა, თუმცა ხალხმა გაარღვია პოლიციის კორდონი და საოლქო ადმინისტრაციის შენობისკენ გაემართა.
აქციის მონაწილეები კემეროვის ოლქის გუბერნატორის ამან ტულეევის გადადგომას ითხოვენ. ისინი ასევე ქალაქისა და ოლქის ხელისუფლების წარმომადგენლების გასამართლებას მოითხოვენ.
25 მარტს, რუსეთში, კემეროვოს სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მათ შორის უმეტესობა ბავშვები და მოზარდები არიან.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიების ფარგლებში ხუთი პირია დაკავებული.