13 რუსი დიპლომატი, რომლებსაც უკრაინა ქვეყნიდან აძევებს, რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელია, - „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამის შესახებ ტელეკომპანია „112“-ის ეთერში უკრაინის საგარეო უწყების პრესმდივანმა მარიანა ბეცამ განაცხადა.
„ჩვენ მივიღეთ მტკიცებულება - 13-ვე რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენელია. უახლოეს პერიოდში მოხდება მათი გაძევება უკრაინის ტერიტორიიდან“, - განაცხადა ბეცამ. მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის დროებით რწმუნებულს უკრაინაში გადასცემს შესაბამის ნოტას და დიპლომატებს“ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებს.