ნიკი ჰეილი:  ჩვენ არ მოვითმენთ რუსეთის უწესო საქციელს

ნიკი ჰეილი: ჩვენ არ მოვითმენთ რუსეთის უწესო საქციელს

აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილება რუსი დიპლომატების გაძევების თაობაზე ცხადყოფს, რომ რუსეთის ქმედებებს შედეგი მოჰყვება. ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა. 

„ნიუ-იორკში რუსეთი გაერო-ს იყენებს როგორც საიმედო ადგილს თავისი სახიფათო ქმედებებისთვის. დღეს აშშ და ჩვენი მეგობრები ნათელ მესიჯს უგზავნიან რუსეთს, რომ ჩვენ არ მოვითმენთ რუსეთის უწესო საქციელს“, - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

გაერო-ში აშშ-ს მუდმივი წარმომადგენლობის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გაერო-ში სპეცსამსახურების 12 თანამშრომელი იყო გამოვლენილი, რომლებიც სადაზვერვო საქმიანობას ეწეოდნენ აშშ-ს ტერიტორიაზე.

დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-დან 60 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ასევე დაიხურება სიეტლში მდებარე რუსეთის საელჩო.