იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ირაკლი კობახიძისთვის გამოგზავნილ წერილში განმარტავს, რომ პალატის ზოგიერთი წევრის აფხაზეთში ვიზიტი კერძო ხასიათის იყო

იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ირაკლი კობახიძისთვის გამოგზავნილ წერილში განმარტავს, რომ პალატის ზოგიერთი წევრის აფხაზეთში ვიზიტი კერძო ხასიათის იყო

იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ატეფ ტარავნე განმარტავს, რომ წარმომადგენლობითი პალატის ზოგიერთი წევრის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში კერძო ხასიათის იყო და არ ასახავდა იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის ოფიციალურ პოზიციას.

ამის შესახებ ატეფ ტარავნე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისადმი გაგზავნილ წერილში წერს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

„ინტერპრესნიუსი“ იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარევ, ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ და უდიდესი მადლიერება გამოვხატო თქვენი ძალისხმევისთვის, რომელიც მიმართულია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისაკენ და მსურს, გისურვოთ წარმატება თქვენს საქმიანობაში.

ამ დადებით ფონზე, მსურს გამოვყო რამდენიმე საკითხი:

1. თქვენი ბოლოდროინდელი ვიზიტი იორდანიის ჰაშემიტურ სახელმწიფოში ერთობ წარმატებული იყო ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი კავშირების გამყარების მხრივ;

2. ჩვენ კარგად მოგვეხსენება თქვენს რეგიონში არსებული პოლიტიკური საკითხები და მათი გავლენა საერთაშორისო დონეზე;

3. წარმომადგენლობითი პალატა ვერ აუკრძალავს თავის წევრებს მსოფლიოს რომელიმე ნაწილის მონახულებას.

4. წარმომადგენლობითი პალატის ზოგიერთი წევრის მიერ აფხაზეთში ბოლოდროინდელ ვიზიტთან დაკავშრებით, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს იყო კერძო ვიზიტი და რომ იგი არ ასახავს იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც შეესაბამება იორდანიის ჰაშემიტური სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას აფხაზეთთან დაკავშირებით, რომელიც გამოხატავს პატივისცემას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

და ბოლოს, გსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისათვის საქართველო-იორდანიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც დიდი იმედი გვაქვს, რომ ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაუმჯობესებასა და დიალოგის დამყარებას, და ასევე უზრუნველყოფს მუდმივ მხარდაჭერას ორმხრივი ურთიერთობებისათვის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა და გაცვლითი ვიზიტები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება მომავალში“.