სინოპტიკოსები 26 მარტამდე საქართველოში წვიმას და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ

სინოპტიკოსები 26 მარტამდე საქართველოში წვიმას და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ

24 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან 26 მარტამდე საქართველოს ტერიტორიაზე წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„24 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან 26 მარტამდე საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია 26 მარტის დღის მეორე ნახევრამდე მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს.