ფრანგული მედია: სუპერმარკეტში, სადაც მძევლები აიყვანეს, ერთი ადამიანი დაიღუპა

ფრანგული მედია: სუპერმარკეტში, სადაც მძევლები აიყვანეს, ერთი ადამიანი დაიღუპა

ფრანგული მედიის ინფორმაციით, სამხრეთ საფრანგეთში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მძევლების აყვანის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. 

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მძევლებმა სუპერმარკეტიდან გამოსვლა შეძლეს და შიგნით მხოლოდ ბოროტმოქმედი და პოლიციის თანამშრომელი რჩებიან. 

ტერაქტის ადგილას საფრანგეთის შს მინისტრი ჟერარ კოლონი გაემგზავრა. თავის მხრივ, პროკურატურამ საქმის ძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო. 

შეიარაღებულმა პირმა, რომელმაც სამხრეთ საფრანგეთში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მძევლები აიყვანა, განაცხადა, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ წარმოადგენს. 

არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირი ადგილობრივი დროით 11:15 საათზე, ტრების კომუნაში მდებარე სუპერმარკეტ Super U-ში შევიდა და მძევლები აიყვანა. 

ადგილზე მობილიზებულნი არიან პოლიციისა და სპეცრაზმის წარმომადგენლები.