არ შეიძლება გირგვლიანის სახელის დარქმევა საკანონმდებლო ცვლილებისთვის და მისი სახელის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის

არ შეიძლება გირგვლიანის სახელის დარქმევა საკანონმდებლო ცვლილებისთვის და მისი სახელის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ სანდრო გირგვლიანის სახელის გამოყენება პოლიტიკური ქულების დასაწერად სჭირდება. დეპუტატის თქმით, არ შეიძლება გირგვლიანის სახელის დარქმევა საკანონმდებლო ცვლილებისთვის და მისი სახელის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის.

„ევროპული საქართველოსთვის“კატეგორიულად მიუღებელია პოლიტიკური ქულების დასაწერად, ტრაგიკულად გადაცვლილი ადამიანის სახელის გამოყენება. „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ფარისევლობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მიუხედავად, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა, არც ერთი ფიგურანტის, ვინც მერაბიშვილის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა, ფარცხალაძე, სუბარი და ღარიბაშვილი, რომელთაც დანაშაული დაფარეს და ჩაფარცხეს, გამოძიება არ მიმდინარეობს, ამიტომ „ქართულ ოცნებას“ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ კანონის უზენაესობის მიდგომა კი არ აქვს, არამედ პოლიტიკური ქულების დაწერა უნდა და ხშირად გამეორება გირგვლიანის გვარის, რაც დაუსრულებელი პოლიტიკური სპეკულაციის მცდელობაა. არ შეიძლება გირგვლიანის სახელის დარქმევა საკანონმდებლო ცვლილებისთვის და მისი სახელის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის“, –განაცხადა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ “გირგვლიანის შესწორებების” საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 12 მუხლში ცვლილებები შევა და აგრეთვე, კოდექსს 2 ახალი მუხლი დაემატება.