კალიფორნიაში, ამერიკულ სამხედრო ავიაბაზაზე ტერაქტი მოხდა

კალიფორნიაში, ამერიკულ სამხედრო ავიაბაზაზე ტერაქტი მოხდა

კალიფორნიის შტატში მდებარე „ტრევისის“ სამხედრო ავიაბაზის შესასვლელთან პროპანით დატვირთული ავტომობილი აფეთქდა. ამის შესახებ ტელეარხი CBS იუწყება. 

აფეთქების შედეგად ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. სამხედროებმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილის ჩაქრობა შეძლეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

პოლიციის ინფორმაციით, მძღოლის ვინაობა ცნობილია, გაზის ბალონები მან გამიზნულად ააფეთქა. 

პოლიცია მომხდარს ტერაქტის მუხლით იძიებს.