ზურაბ აბაშიძე: ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ

ზურაბ აბაშიძე: ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ზურაბ აბაშიძემ წილკანში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს შვილის გარდაცვალება მიუსამძიმრა და ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.

“არჩილ ტატუნაშვილი ღირსეულად უნდა მივაბაროთ მიწას, შემდეგ უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რათა დამნაშავე თუ დამნაშავეები დაისაჯონ”, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში არ ისურვა შეფასება გაეკეთებინა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივისთვის, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგში სარჩელი უნდა შეიტანოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ჟურნალისტების კითხვაზე, განიხილება თუ არა ეს საკითხი ხელისუფლებაში, ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, “არაფერი არ არის გამორიცხული”.