ერგნეთის საგუშაგოზე, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას ელოდებიან, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები იკრიბებიან

ერგნეთის საგუშაგოზე, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას ელოდებიან, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები იკრიბებიან

ერგნეთის საგუშაგოზე, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას ელოდებიან, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები იკრიბებიან. ადგილზე რამდენიმე წუთის წინ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მივიდა. 

საგუშაგოზე ასევე იმყოფებიან სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ქემოკლიძე, დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და სხვა ოფიციალური პირები. მათ ამ დრომდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ამასთან, ე.წ. ცხინვალის დეფაქტო გენპროკურატურა ადასტურებს, რომ ქართულ მხარეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს დღეს გადასცემს. მათი თქმით, ცხედართან ერთად, ქართულ მხარეს დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის დასკვნა გადაეცემა.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში დაიღუპა.