ჩვენი ერთადერთი სურვილია ამაღლდეს ჟენევის ფორმატის ეფექტურობის ხარისხი

ჩვენი ერთადერთი სურვილია ამაღლდეს ჟენევის ფორმატის ეფექტურობის ხარისხი

ჩვენი ერთადერთი სურვილია ამაღლდეს ჟენევის ფორმატის ეფექტურობის ხარისხი, სწორედ ეს განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხში, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნული ფორმატი მნიშვნელოვანია და საქართველო დიდ მნიშვნელობას ანაჭებს მის ეფექტურობასა და შედეგიანობას. 

“ჟენევის ფორმატი უაღრესად მნიშვნელოვანია, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მის ეფექტურობას, შედეგიანობას, ასეთი იყო აქამდე და ასეთია ახლა, არანაირი ცვლილებები ჩვენს დამოკიდებულებაში არ შეიძლება იყოს. დიდია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა. ჩართულნი არიან ჩვენი ამერიკელი კოლეგები. ჩვენი ერთადერთი სურვილია, ამაღლდეს ჟენევის ფორმატის ეფექტურობის ხარისხი, სწორედ ამასთან დაკავშირებით განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომ იგი მზად არის პირადად ჩაერთოს ამ პროცესში“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.