თუ გახშირდება განცხადებები ქართველი კრიმინალების შესახებ, ზომების მიღება მოგვიწევს

თუ გახშირდება განცხადებები ქართველი კრიმინალების შესახებ, ზომების მიღება მოგვიწევს

ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის აზრით, ვიზალიბერალიზაციიის შეჩერების მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს, თუ არალეგალურად დამრჩენთა რიცხვი გაიზრდება. 

ამის შესახებ აუსტრევიჩუსმა „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, თუმცა დასძინა, რომ 2017 წლის პირველი ნახევრის სტატისტიკით, არც ისეთი დრამატული მონაცემები გვაქვს. 

„5%-საც არ აჭარბებს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც აქ არალეგალურად რჩებიან, მაგრამ არსებობს ე.წ. ტოლერანტობის ზღვარი და თუ გახშირდება განცხადებები ქართველი კრიმინალების შესახებ, მოგვიწევს ზომების მიღება. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამის გამო, უპირველესად, კანონმორჩილი ადამიანები დაზარალდებიან, რადგან, შესაძლოა, რომელიმე ქვეყანამ მათ უვიზო შესვლაზე უარი უთხრას. მოკლედ, რისკი არსებობს, მაგრამ ვიმედოვნებ, მექანიზმის ამოქმედება საჭირო არ იქნება“, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა.