თინა ხიდაშელი სტრასბურგის დებატებზე

თინა ხიდაშელი სტრასბურგის დებატებზე

ევროპარლამენტში 4 ივლისს საქართველოს საკითხზე გამართული დებატების თაობაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა. თინა ხიდაშელისა და ალექსი პეტრიაშვილის შეფასებით აღნიშნული დებატები მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით მოახლოებული არჩევნების ფონზე. ევროპარლამენტარებმა ღიად ისაუბრეს, მათ შორის იმ კონკრეტულ დარღვევებზე, რასაც ადგილი აქვს ხელისუფლების მხრიდან. მათი განცხადებით სახელისუფლებო არხებმა დებატები ცალმხრივად გააშუქეს და გვერდი აუარეს იმ კონკრეტულ მომხსენებლებს, ვინც ხელისუფლების კრიტიკით გამოვიდა.

პრესკონფერენციაზე თინა ხიდაშელმა ევროპარლამენტის სესიაზე, ევროპის პარლამენტის სხვადასხვა ფრაქციის სახელით გამომსვლელთა ვიდეო-ჩანაწერები წარმოადგინა, სადაც ისინი ბიძინა ივანიშვილზე განხორციელებულ ზეწოლაზე, არათანაბარ საარჩევნო და მედია გარემოზე საუბრობენ. „ევროპის ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან, ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტის სახელით, ცალსახად ითქვა, რომ დაუშვებელია მედიის მონოპოლიზაცია, პოლიტიკური ნიშნით ხალხის დაპატიმრება, ბიძინა ივანიშვილისა და მისი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ სახელმწიფო რესურსის გამოყენება“-განაცხადა თინა ხიდაშელმა.