კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს სპორტსმენებს შეხვდა. შეხვედრას, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ მიერ იყო ორგანიზებული, სპორტულ სფეროში ღვაწლმოსილი ადამიანები და მოქმედი სპორტსმენები ესწრებოდნენ. საუბარი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გარშემო წარიმართა. სპორტსმენებმა კოალიციის ლიდერს მხარდაჭერა გამოუცხადეს და პოლიტიკურ ბრძოლაში აქტიური მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვეს.