არსებული ინფორმაციით, თბილისის პროკურორი და მისი მოადგილე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ

არსებული ინფორმაციით, თბილისის პროკურორი და მისი მოადგილე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ

საქართველოს მთავარ პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა, - ინფორმაცია ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.

უწყებაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, თუ ვინ გადადგა თანამდებობიდან და განმარტავენ, რომ ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

თუმცა, ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, თბილისის პროკურორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს მიხეილ შაყულაშვილი, ასევე თბილისის პროკურორის მოადგილე, გიორგი გაბოძე. ტელეკომპანიის ინფორმაციით, თბილისის პროკურორის პოსტს სავარაუდოდ, ახალციხის საოლქო პროკურორი, მალხაზ კაპანაძე დაიკავებს.