აშშ-მ ქვეყნები გააფრთხილა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან მსხვილ გარიგებას სანქციები მოყვება

აშშ-მ ქვეყნები გააფრთხილა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან მსხვილ გარიგებას სანქციები მოყვება

აშშ-მ ქვეყნები გააფრთხილა მათ წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან მსხვილ გარიგებას დადებენ. 

ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება. 

როგორც ფრანს პრესი წერს, ამგვარი გაფრთხილება თურქეთს ეხება, რომელიც რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო სისტემებს С-400-ს მიიღებს.

წყაროს ინფორმაციით, ზოგიერთი ქვეყანა ფიქრობს იყიდოს თუ არა რუსეთისგან შეიარაღება მას შემდეგ, რაც აშშ-სგან გაფრთხილება მიიღო. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ჰეზერ ნაუერტის თქმით, ამერიკული მხარე მიიჩნევს, რომ რუსეთთან მიმართებაში სანქციების გამკაცრების თაობაზე კანონის მეშვეობით, რუსეთს 3 მილიარდი აშშ დოლარის იარაღის გაყიდვის გარიგებები ჩაეშალა.