ფინანსთა მინისტრის ინიციატივა ეხება ყველას, ვისაც სურს დასაქმება, საკუთარი მცირე ბიზნესი და მეტი შემოსავალი

ფინანსთა მინისტრის ინიციატივა ეხება ყველას, ვისაც სურს დასაქმება, საკუთარი მცირე ბიზნესი და მეტი შემოსავალი

ფინანსთა მინისტრის ინიციატივა ეხება ყველას, ვისაც სურს დასაქმება, საკუთარი მცირე ბიზნესი და მეტი შემოსავალი, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძე მცირე და საშაულო მეწარმეებისთვის განკუთვნილ ახალ საგადასახადო ინიციატივას.

„მცირე მეწარმეებს საერთო შემოსავლის გადასახადი მინიმუმამდე შეუმცირდებათ და 1%-ით დაიბეგრებიან, დღეს არსებული 5%-ის ნაცვლად. ასევე, მცირე ბიზნესისთვის წლიური შემოსავლის ლიმიტი იზრდება 500 000 ლარამდე, ნაცვლად დღემდე არსებული 100 000 ლარისა; შემოთავაზებული ცვლილებები დღეს 120 000-ზე მეტ ადამიანს გაუადვილებს ბიზნესის კეთებას, თუმცა ჩვენი მოლოდინი გაცილებით დიდია - ამ რეფორმას აქვს ნახევარი მილიონი ახალი მეწარმის დაინტერესების პოტენციალი“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

არჩილ თალაკვაძის კომენტარს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.