მონტენეგროში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აფეთქება მოხდა

მონტენეგროში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აფეთქება მოხდა

მონტენეგროში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან დღეს აფეთქება მოხდა. მონტენეგროს მთავრობის ინფორმაციით, თავდამსხმელმა საელჩოს ჯერ ხელყუმბარა ესროლა, შემდეგ კი თავი აიფეთქა. თავდამსხმელის გარდა არავინ დაღუპულა.

მომხდართან დაკავშირებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებენ, მოერიდონ აშშ-ს საელჩოს პოდგორიცაში.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით კი, არსებობს თვითმხილველი, რომელმაც დაინახა კაცი, რომელმაც შუაღამისას ყუმბარა გადააგდო საელჩოს კედელს მიღმა. ამ დროს საელჩო დაკეტილი იყო.