უმრავლესობამ საზოგადოებრივ მაუწყებელს თავისუფალი მედიის ბაზრის შევიწროების ფუნქცია მიანიჭა

უმრავლესობამ საზოგადოებრივ მაუწყებელს თავისუფალი მედიის ბაზრის შევიწროების ფუნქცია მიანიჭა

ამ კანონით უმრავლესობამ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიანიჭა ახალი ფუნქცია და ეს არის თავისუფალი მედიის ბაზრის შევიწროება, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ. 

მისი თქმით, ეს პროცესი დააზიანებს როგორც თავისუფალ სიტყვას, ისე საზოგადოებრივ მაუწყებელს. 

„ამ კანონით უმრავლესობამ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიანიჭა ახალი ფუნქცია და ეს არის თავისუფალი მედიის ბაზრის შევიწროება, ასევე, ის იქნება თავისუფალი კორუფციისა და პროტექციონიზმის კეთებაში. ეს არის სამწუხარო და ეს აზიანებს თავისუფალ სიტყვას და აზიანებს საზოგადოებრივ მაუწყებელს“, - განაცხადა სერგო რატიანმა.