ვეტოს დაძლევის წინააღმდეგ უმრავლესობიდან ორმა დეპუტატმა მისცა ხმა, რითაც შეიქმნა ილუზია, თითქოს უმრავლესობაში განსხვავებული აზრის მქონე დეპუტატები არიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს ვეტოს დაძლევის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, მოხდა ცუდი ფაქტი, რადგან პარლამენტმა მოახდინა იგნორირება მთელი ქართული მედიასამყაროს პოზიციისა, ისევე, როგორც არასამთავრობო სექტორის, თუმცა მოსალოდენელი იყო.
„ორმა დეპუტატმა უმრავლესობიდან არ მისცა ხმა და ეს იყო მოჩვენებითი ილუზიის შექმნა, თითქოს უმრავლესობაში არიან განსხვავებული აზრის მქონე გმირები. პარლამენტს გარეთ ვიღაცამ ეს კანონი დაწერა, შეაჩეჩეს ხელში, მიაღებინეს და ფაქტობრივად, პარლამენტი გახდა სხვისი ნების აღმსრულებელი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.