საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” დაკავშირებით კანონპროექტზე მხარდაჭერისას მთავარი არგუმენტი არის გაძლიერებული ”საზოგადოებრივი მაუწყებელი”. როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, დღევანდელი გადაწყვეტილებით სარეკლამო ბაზართან მიმართებაში გაუარესება არ მოხდება.
„დღევანდელ გადაწყვეტილებაზე ჩვენი მთავარი არგუმენტია, გაძლიერებული ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” და ის პროცესები, რაც მიმდინარეობს დადებითი კუთხით, გახდეს შეუქცევადი. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ”საზოგადოებრივი მაუწყებელი”, ძლიერი პროგრამებით და ეროვნული თემატიკით და ისეთ საკითხებზე მსჯელობით, რომლებიც სხვა არხებზე სისტემატურად არ გადის. ჩვენ ბევრ აზრს მოვუსმინეთ და ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ როდესაც გადაწყვეტილების დრო მოვიდა, მხარი დავუჭირეთ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გაძლიერებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით სარეკლამო ბაზართან მიმართებაში გაუარესება არ მოხდება“, – ლევან გოგიჩაიშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტმა 83 ხმით, ”საზოგადოებრივ მაუწყებელთან” დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.