აუცილებელია ყველა მოთამაშემ, გამონაკლისის გარეშე, განსაკუთრებით მათ, ვინც სირიის ტერიტორიაზე იმყოფება, გააცნობიეროს სირიის მთავრობასთან დიალოგის დაწყების აუცილებლობა - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, სირიის არაბული რესპუბლიკის ყველა ეთნიკურმა და კონფესიურმა ჯგუფმა პატივი უნდა სცეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
„ვითარების რეგულირებას ვერ უშველა იმან, რომ გარკვეული დროის წინ ქურთების ნაწილმა სირიის ჩრდილოეთში ავტონომია გამოაცხადა. რეგულირებას ვერ უშველა საერთაშორისო კოალიციისა და მისი მეთაურის, აშშ-ის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა“, - განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, სირიის მთავრობამ უნდა იხელმძღვანელოს საკუთარ ტერიტორიაზე სუვერენიტეტის პრინციპით და დიალოგი აწარმოოს ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან, მათ შორის ქურთებთან.