შრომის უსაფრთხოებისთვის საჭირო იქნება ახალი ინიციატივები, რაც უფრო მეტ მექანიზმს აამუშავებს, რომ ამ ქვეყანაში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა შეწყდეს

შრომის უსაფრთხოებისთვის საჭირო იქნება ახალი ინიციატივები, რაც უფრო მეტ მექანიზმს აამუშავებს, რომ ამ ქვეყანაში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა შეწყდეს

შრომის უსაფრთხოებისთვის საჭირო იქნება სხვა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, რაც უფრო მეტ გარანტიასა და მექანიზმს აამუშავებს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა შეწყდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ზოიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონპროექტი არის ხანგრძლივი მუშაობისა და დისკუსიის შედეგი.

“ჩვენ დღეს ვიღებთ მართლაც დაბალანსებულ კანონმდებლობას, რომელიც მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის ინტერესებს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

“შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი მიმდინარე კვირას მეორე მოსმენით მიიღებს.