თბილისის მერი სამუშაო ვიზიტით ლუქსემბურგში იმყოფება

თბილისის მერი სამუშაო ვიზიტით ლუქსემბურგში იმყოფება

თბილისის მერი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ლუქსემბურგში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, კახა კალაძე თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, შეხვედრას ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკთან გამართავს. 

მხარეები სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელებენ.