აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის აპარატმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფხენიანმა პენსისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის დის, კიმ იო ჩჟონის შეხვედრა გააუქმა.
„სამხრეთ კორეაში ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის დროს გაჩნდა ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შესაძლებლობა. ვიცე- პრეზიდენტი მზად იყო გამოეყენებინა ეს შესაძლებლობა, რათა განემარტა, თუ რატომ არის აუცილებელი ჩრდილოეთ კორეამ უარი თქვას უკანონო ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებზე“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა.
მისი თქმით, „ბოლო მომენტში, ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა შეხვედრის გაუქმება გადაწყვიტეს“.
„ვწუხვართ, რომ მათ უარი თქვეს ამ შესაძლებლობების გამოყენებაზე“, - აღნიშნა ჰიზერ ნაუერტმა.