პარლამენტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მიღებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს. ბიუროს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარე კვირის პლენარული სხდომის დღის წესრიგის პირველ საკითხად განისაზღვრა.
როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული პროექტის გაზიარებას არ აპირებს და ვეტოს დაძლევისათვის ემზადება.
პლენარული სხდომა დღეს, 12:00 საათზე დაიწყება.