ტერორიზმის საფრთხე არა მარტო საქართველოსთვის, მსოფლიოსთვისაა რეალური, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის უფროსმა დავით სუჯაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ანგარიშის წარდგენის შემდეგ განუცხადა.
„ტერორიზმის საფრთხე არა მარტო საქართველოსთვისაა რეალური, მსოფლიოსთვისაა რეალური და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. ამიტომაც ვმუშაობთ ისეთ სამსახურებში, როგორსაც მე წარმოვადგენ. ძალიან ბევრ ქვეყანასთან გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა, გამოვყოფდი ამერიკის შეერთებულ შტატებს“, - განაცხადა სუჯაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის უფროსმა დავით სუჯაშვილმა დღეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურულ სხდომაზე საინფორმაციო ბრიფინგი გამართა.