კონსტანტინ კოსაჩოვი:  ნატო რეალურ საფრთხეებს ვერ ხედავს

კონსტანტინ კოსაჩოვი: ნატო რეალურ საფრთხეებს ვერ ხედავს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დისკუსიამ აჩვენა, რომ ნატო რეალურ საფრთხეებს ვერ ხედავს, - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის უფროსმა კონსტანტინ კოსაჩოვმა.

„დისკუსია მეტწილად ეხებოდა იმას, თუ როგორ მოახერხონ იქ, ნატო-ს შიგნით უსაფრთხოების უზრუნველყოფა გარესამყაროსთან მიმართებით. ეს აზროვნება უარყოფით შედეგს მოიტანს, რადგან დისკუსიის ასეთი მიმართულება საფრთხეების არასწორი შეფასების აღმოცენამდე მიდის,“ - აღნიშნა კოსაჩოვმა.

კოსაჩოვის თქმით, საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე მიმართული არ არის მხოლოდ ნატო-სკენ, ეს გლობალური საფრთხეა.

„ამ კუთხით გარღვევა არ ყოფილა, არ ყოფილა ახალი საინტერესო შემთხვევები“ - განაცხადა კოსაჩოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეიცვალა განწყობა ალიანსის შიგნით ამერიკულ-ევროპულ თანამშრომლობაზე: თუ ერთი წლის წინ, მიუნხენის კონფერენციაზე, რომელიც დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ჩატარდა, გარკვეული დაბნეულობა იგრძნობოდა ევროპელ პოლიტიკოსებში, ახლა ევროპელების განწყობა შეიცვალა.

„ახალმა ამერიკელებმა“, თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ისწავლეს სწორი მანტრების წარმოთქმა, რომ ევროატლანტიკური სოლიდარობა ნარჩუნდება და რომ ტრამპის დროს არაფერი არ შეიცვლება. თუმცა, საფასურის გაღება უფრო ევროპელებს უწევთ. ამასთანავე, ევროპელები შეიცვალნენ და საკუთარი ინიციატივების წამოყენება დაიწყეს ევროპის უსარფრთხოების სისტემასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა კოსაჩოვმა.
კოსაჩოვის აზრით, რუსეთთან მიმართებით დისკუსიები „შავ-თეთრ“ ფერებში წარიმართა.

„ალიანსის წარმომადგენლების აზრით, ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად პრობლემური და არაპროგნოზირებადია, რომელიც საბჭოთა იმპერიის აღდგენას ცდილობს, რომელიც საკუთარი მეზობლების საქმეებში ჩარევას ცდილობს. ასეთი ქვეყანა, მათი აზრით, მუდმივი კონტროლის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს,“ - დასძინა კოსაჩოვმა.