გია ვოლსკი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით - არ ვფიქრობთ, რომ 2 მილიონი თუ მილიონ ნახევარი სარეკლამო ბაზარს დააზიანებს

გია ვოლსკი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით - არ ვფიქრობთ, რომ 2 მილიონი თუ მილიონ ნახევარი სარეკლამო ბაზარს დააზიანებს

რაც შეეხება 2 მილიონს, თუ მილიონ ნახევარს, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს სარეკლამო ბაზარს დააზიანებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„სიღრმისეულად საზოგადოებას ჯერჯერობით კარგი და სრული ინფორმაცია არ მიეწოდება და ზედაპირზე მაინც რაღაც დაპირისპირების თემა უფრო იწევს. ერთს ვიტყვი, რომ უნდა მივიღოთ ეს კანონი. ასევე სექტემბერში საშემოდგომო სესიაზე აუცილებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის ანგარიშის მოსმენა და სიღრმისეულად განხილვა იმ ვითარების, რაც შეიქმნება ამ პროექტით“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მთლიანი ბიუჯეტი არ განისაზღვრება მთავრობის მიერ, არამედ დამოკიდებულია მთლიან შიდა პროდუქტზე.

„რაც შეეხება 2 მილიონს, თუ მილიონ ნახევარს, რომელიც მიღებული უნდა ჰქონდეს სარეკლამო ბაზრიდან, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს სარეკლამო ბაზარს დააზიანებს. თუკი ეს გახდება იმის რესურსი და წინაპირობა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელი მართლაც იმ სტანდარტზე გადავიდეს, რაც ჩვენ ყველას გვჭირდება, რატომაც არა, თუმცა ისევ შეიძლება ამ საკითხზე დაბრუნება. რაც შეეხება მთლიანად ბიუჯეტს, ის არ განისაზღვრება მთავრობის მიერ, მთლიანი შიდა პროდუქტის პროცენტით განისაზღვრება და მართებულიცაა, დამოუკიდებლობისთვის ასეა საჭირო. ვფიქრობ, რომ ეს წინა ხელისუფლების მიერ მიღებული სწორი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა ვოლსკიმ.