საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ქანთარიამ "ქართული ოცნების" ოფისში, უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
"დღეს იქნება საუბარი და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული. ვფიქრობ, რომ საკმარისი ხალხია, ვინც დაძლევს ვეტოს და არის ხალხი, ვინც ალბათ, კენჭისყრაში არ მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის მეც. აქ არის რეკლამების, შესყიდვების საკითხი, ასევე სტარტაპების. მე ვფიქრობდი, რომ გარკვეული ხნით მიგვეცა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის შეღავათები. ვფიქრობდი, რომ ერთი წლით კანონში შეგვეტანა ცვლილება. არ გაითვალისწინეს და მეც ვრჩები ჩემს აზრზე", - განაცხადა ქანთარიამ.
მიმდინარე კვირას პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოზე იმსჯელებს.