აშშ-მა დაადგინა, რომ რუსეთი შეთანხმებას არღვევს და აპირებს გამოსცადოს საშუალო სიშორის ახალი რაკეტა - ნატო-ს ყველა პარტნიორი შეშფოთებულია

აშშ-მა დაადგინა, რომ რუსეთი შეთანხმებას არღვევს და აპირებს გამოსცადოს საშუალო სიშორის ახალი რაკეტა - ნატო-ს ყველა პარტნიორი შეშფოთებულია

რუსეთი ბირთვული არსენალის მოდერნიზებითა და ბირთვული სწავლებების ჩატარებით, რისკავს ევროპაში ახალი ბირთვული რბოლის დაწყების პროვოცირება მოახდინოს, - ამის შესახებ Bild-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ნატო-ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„აშშ-მა, არის რა საშუალო და მცირე სიშორის ბირთვული რაკეტების შეთანხმების მონაწილე, დაადგინა, რომ რუსეთი შეთანხმებას არღვევს და აპირებს გამოსცადოს საშუალო სიშორის ახალი რაკეტა. ნატო-ს ყველა პარტნიორი შეშფოთებულია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ალიანსის გენმდივანმა რუსეთს შეთანხმების დაცვისკენ, ასევე თავდაცვითი პროექტებისა და საბრძოლო სწავლებების გამჭვირვალობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.

სტოლტენბერგის თქმით, ეს დოკუმენტი ევროპის უსაფრთხოების ქვაკუთხედია, რომელიც ცენტრალური ევროპის უსაფრთხოებას ათწლეულების განმავლობაში უზრუნველყოფდა.

საშუალო და მცირე სიშორის ბირთვული რაკეტების შეთანხმებას სსრკ-სა და აშშ-ს შორის ხელი 1987 წლის 8 დეკემბერს, საბჭოთა ლიდერის მიხეილ გორბაჩოვის ვაშინგტონში ვიზიტისას მოაწერეს.