საზოგადოებრივი მაუწყებლის თაობაზე პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე და მასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე დღეს უმრავლესობა იმსჯელებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის თაობაზე პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე და მასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე დღეს უმრავლესობა იმსჯელებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის თაობაზე პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე და მასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე დღეს, უმრავლესობის ფორმატში იმსჯელებენ.

უმრავლესობის სხდომა 11:00 საათზე, “ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართება, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი გუნდი “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

“უმრავლესობის შეხვედრაზე ყველა იმ საკითხზე ვიმსჯელებთ, რაც მიმდინარე კვირის სესიაზე გამოდის - მათ შორის არის პრეზიდენტის ვეტოს საკითხი“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.