აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იუსტიციის დეპარტამენტის მიერ დღეს გამოქვეყნებულ საბრალდებო დოკუმენტს გამოეხმაურა, სადაც რუსეთის 13 მოქალაქე და 3 რუსული კომპანიაა დადანაშაულებული.
„რუსეთმა აშშ-ს საწინააღმდეგო კამპანია 2014 წელს დაიწყო, ბევრად ადრე, ვიდრე მე პრეზიდენტად ვიყრიდი კენჭს. არჩევნების შედეგებზე გავლენა არ ყოფილა. საარჩევნო კამპანიაში შეცდომა არ ყოფილა- არ ყოფილა გარიგება!“ - წერს „ტვიტერზე“
ტრამპი.
რუსეთის 13 მოქალაქეს აშშ-ს საპრეზიდენტო კამპანიაში ჩარევის გამო, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. შესაბამისი დოკუმენტი შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ბრალდებულთა შორის არის ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმიერ პუტინთან დაახლოებულ პირად ითვლება. იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულა, რომ ამ 13 პირს ადანაშაულებენ: შეთქმულებაში, „თაღლითობის მიზნით საბანკო მაქინაციებისთვის მონაცემთა გადაცემის ელექტრონული საშუალებების გამოყენებაში“, ასევე პერსონალურ მონაცემთა მიტაცებაში.