აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაური „ისლამური სახელმწიფოზე“ გამარჯვებას რამდენიმე კვირაში პროგნოზირებს

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაური „ისლამური სახელმწიფოზე“ გამარჯვებას რამდენიმე კვირაში პროგნოზირებს

დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე“ საბოლოო გამარჯვება რამდენიმე კვირაში იქნება მიღწეული. „ფოქს ნიუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაურმა ჯოზეფ ვოთელმა იორდანიის ეროვნულ სამხედრო უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა.

„დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურების ვადები ამჟამად შესაძლოა შეფასდეს კვირებით“, - აღნიშნა ვოთელმა და დასძინა, რომ ევფრატის ხეობის რაიონში შეუპოვარი ბრძოლები ჯერ კიდევ მოსალოდნელია.

ამერიკელი გენერლის თქმით, იმ პირობებში, როდესაც „ისლამური სახელმწიფო“ სამხედრო მარცხს განიცდის, წინა პლანზე დგება ბევრი პრობლემა, რომელიც სირიაში ყოველთვის არსებობდა. მისივე თქმით, შედეგად, სირიაში პოლიტიკური დარეგულირება არ არის შეუძლებელი, მაგრამ ის რთულდება.