თურქეთმა თავიდანვე გააფრთხილა აშშ იმის შესახებ, რომ სირიის ჩრდილოეთში ავიადარტყმებს აპირებდა

თურქეთმა თავიდანვე გააფრთხილა აშშ იმის შესახებ, რომ სირიის ჩრდილოეთში ავიადარტყმებს აპირებდა

თურქეთმა თავიდანვე გააფრთხილა აშშ იმის შესახებ, რომ სირიის ჩრდილოეთში ავიადარტყმების განხორციელებას აპირებდა ვაშინგტონის მოკავშირე ქურთების „სირიის დემოკრატიული ძალების“ დანაყოფების წინააღმდეგ, - ეს განცხადება აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა გააკეთა.

„თურქეთი გულახდილი იყო. მათ გაგვაფრთხილეს იქამდე ვიდრე ავიაციას გააგზავნიდნენ, ჩვენთან კონსულტაციები გაიარეს. ახლა ჩვენ ვმუშაობთ, თუ როგორ ვიმოქმედოთ მომავალში. ჩვენ ამას მოვაგვარებთ“ , - განაცხადა მეტისმა.

თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა შაბათს აფრინის რეგიონში ოპერაცია „ზეთისხილის ტოტის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ოპერაცია სირიელი ქურთების „სახალხო თავდაცვის ძალების“ დანაყოფებისა და პარტია „დემოკრატიული ერთობის“ წინააღმდეგ არის მიმართული. აფრინის რეგიონში დაახლოებით 1.5 მილიონი ქურთი ცხოვრობს.