გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე დიდ ბრიტანეთში მეორე რეფერენდუმი არ ჩატარდება

გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე დიდ ბრიტანეთში მეორე რეფერენდუმი არ ჩატარდება

გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე დიდ ბრიტანეთში მეორე რეფერენდუმი არ ჩატარდება, - ამის შესახებ გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა.

„არა, მეორე რეფერენდუმი არ იქნება. პარლამენტმა ბრიტანულ საზოგადოებას არჩევანის საშუალება მისცა, მან კი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს და არა ევროპას. ჩვენ ევროკავშირთან პარტნიორობა გვსურს“, - განაცხადა ტერეზა მეიმ.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო „ყველა ხიდის დაწვას“ არ აპირებს.
„ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები და საერთო გამოწვევების წინაშე ვდგავართ“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.