ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა 2017 წლის განმავლობაში დე ფაქტო საზღვრის დარღვევის ბრალდებით 514 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური იუწყება.
მათი ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი შარშანდელს დაახლოებით 11%-ით ჩამოუვარდება.
როგორც ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში აღნიშნავენ, საერთო ჯამში, ე.წ. საზღვრის დამრღვევებმა 827 000 რუსული რუბლი გადაიხადეს, რის შემდეგაც მათ „რესპუბლიკის“ ტერიტორია დაატოვებინეს.