სერგეი ლავროვი: რუსეთი ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ შეთანხმებას არ შეუერთდება

სერგეი ლავროვი: რუსეთი ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ შეთანხმებას არ შეუერთდება

რუსეთი ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ შეთანხმებას არ შეუერთდება , - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე. ამის შესახებ რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.

„რუსეთი არ აპირებს შეუერთდეს ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ ხელშეკრულებას. გამოვდივართ იქიდან, რომ ბირთვული იარაღის სრული ლიკვიდაცია შესაძლებელია მხოლოდ საერთო და სრული განიარაღების კონტექსტში ყველასთვის თანაბარი უსაფრთხოების უზრუნველყოფით, მათ შორის ბირთვული იარაღის მფლობელებისთვისაც, როგორც ამას ითვალისწინებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმების ხელშეკრულება“, - განაცხადა ლავროვმა.

ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ შეთანხმებას 53 ქვეყნის წარმომადგენლებმა 2017 წლის 7 ივლისს გაერო-ს შტაბბინაში მოაწერეს ხელი. გაიანამ, ტაილანდმა და ვატიკანმა უკვე მოახდინეს შეთანხმების რატიფიცირება, თუმცა რუსეთს, აშშ-ს, ჩინეთსა და სხვა ბირთვულ სახელმწიფოებს ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერიათ.