ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ქარიშხალ „ფრედერიკეს“ 10 ადამიანი ემსხვერპლა

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ქარიშხალ „ფრედერიკეს“ 10 ადამიანი ემსხვერპლა

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ქარიშხალ „ფრედერიკეს“ სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს. 
6 ადამიანია დაღუპული გერმანიაში, ორი - ნიდერლანდებში, ერთი - ბელგიაში და ერთი - იტალიაში. დაშავებულია ათობით ადამიანი. 

ქარიშხალმა მასშტაბური სატრანსპორტო პრობლემები გამოიწვია გერმანიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში.