Gallup - ტრამპის არჩევის შემდეგ მსოფლიო ნდობის რეიტინგში აშშ-მ პირველიდან მესამე ადგილზე გადაინაცვლა

Gallup - ტრამპის არჩევის შემდეგ მსოფლიო ნდობის რეიტინგში აშშ-მ პირველიდან მესამე ადგილზე გადაინაცვლა

აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ ამერიკის მიმართ ნდობის მაჩვენებელი მსოფლიოს 134 ქვეყანაში 48%-დან 30%-მდე შემცირდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ამერიკული ინსტიტუტის Gallup-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები მეტყველებს.

რეიტინგის სათავეში აშშ გერმანიამ ჩაანაცვლა. ამ ქვეყანას, როგორც გლობალურ ლიდერს, გამოკითხულთა 41% ენდობა. მეორე ადგილზე 31%-ით გავიდა ჩინეთი, მეოთხეზე კი რუსეთი (27%).

გამოკითხვა გასული წლის მარტიდან ნოემბრის ჩათვლით ტარდებოდა. ყველა ქვეყანაში გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1 000 ადამიანმა, რომლებიც ტელეფონით და პირად საუბრებში გამოკითხეს.