“ქართული ოცნებისთვის“ მთავარი გამოწვევა ის პრობლემებია, რაც კვლევაში დაფიქსირდა და არა ის, თუ მეორე ადგილზე გასულ ძალას რა რეიტინგი აქვს

“ქართული ოცნებისთვის“ მთავარი გამოწვევა ის პრობლემებია, რაც კვლევაში დაფიქსირდა და არა ის, თუ მეორე ადგილზე გასულ ძალას რა რეიტინგი აქვს

“ქართული ოცნებისთვის“ მთავარი გამოწვევა ის პრობლემებია, რაც ამ კვლევაში დაფიქსირდა და არა ის, თუ მეორე ადგილზე გასულ ძალას რა რეიტინგი აქვს, მაშინ, როდესაც ამ რეიტინგის მომატების არანაირი რესურსი არ არსებობს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ზაზა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად დაფიქსირებული ცდომილებებისა, მნიშვნელოვანია მსგავსი კვლევის შედეგების გაანალიზება.

„მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული უზუსტობები ფიქსირდებოდა გამოკითხვების შემდეგ, მაინც ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსმა უნდა გააანალიზოს ის შედეგები, რომელიც დადებულია ამა თუ იმ კვლევაში. “ქართული ოცნებისთვის“ მთავარი გამოწვევა ის პრობლემებია, რაც ამ კვლევაში დაფიქსირდა და არა ის, თუ მეორე ადგილზე გასულ ძალას რა რეიტინგი აქვს, მაშინ, როდესაც ამ რეიტინგის მომატების არანაირი რესურსი არ არსებობს. პირიქით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი არის პირადად სააკაშვილის რეიტინგი, რომელიც დიდი ხანია გასცდა სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ ჩარჩოებს და რომლის გამოც ეს პარტია 22 წევრმა დატოვა“, - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.