თბილისის მერიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით 4 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. ცეცხლი მეცამეტე სართულზე გაჩნდა. ადგილზე ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძარი მეცამეტე სართულზე განთავსებულ ინვენტარს გაუჩნდა. ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება ადგენს.